суббота, 26 сентября 2009 г.

გაკვეთილი: ქართული დამწერლობისა და მწერლობის სათავეებთან














გაკვეთილის გეგმა

მაია მიqაძე ( ქართული ენა და ლიტერატურა)





გაკვეთილის მთავარი თემა



ქართული მწერლობისა და დამწერლობის სათავეებთან

( როდის შეიქმნა ქართული ანბანი? საიდან იწყება ჩვენი მწერლობა?)

სწავლების საფეხური

მე-3 საფეხური, მე-10 კლასი





მოსწავლეთა პროფილი

კლასში 33 მოსწავლეა.

მათ შორის არ არიან განსაკუთრებული მიდგომების საჭიროების მქონე მოსწავლეები.





გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა

ეს გაკვეთილი მოამზადებს მოსწავლეებს ძველი ქართული მწერლობის

ნიმუშების გასაცნობად და შესასწავლად.







გაკვეთილის მიზნები და შედეგები


მოსწავლეები გაეცნობიან ქართული ანბანის წარმოშობის ვერსიებს, უძველეს ეპიგრაფიკულ ძეგლებს, ხელნაწერებს, ქართულ სამონასტრო კერებს.....

უნარები:


ტექსტზე მუშაობის უნარ-ჩვევის განვითარება.



შeდარებისა და დასკვნების გამოტანის უნარ-ჩვევის განვითარება;

ჯგუფში მუშაობის უნარ-ჩვევის განვითარება;

საპრეზენტაციო უნარ-ჩვევის განვითარება.


ქართ.X 1. მოსწავლე მონააწილეობს საკლასო და საასკოლო დისკუსიებში.

. დისკუსიის დროს წარმოადგენს საკუთარ ან ჯგუფის საერთო პოზიციას.

. მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს;

. მსჯელობს არგუმენტირებულად, გამოაქვს სათანადო დასკვნები;

. იყენებს ფაქტებს და ციტატებს სხვადასხვა წყაროდაან საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად;

. საუბრისას შემოიფარგლება კონკრეტული თემით და თავს არიდებს ზოგად საკითხებზე მსჯელობას.

ქართ.X 10. . იყენებს კითხვის სხვადასხვა ხერხს: გაცნობითი კითხვა, შესწავლითი კითხვა, კითხვა ძირითადი ინფორმაციის ამოკრებისათვის:

. იყენებს მარკირების სხვადასხვა ხერხს:

. იყენებს სხვადასხვა საშუალებას უცნობი სიტყვის მნიშვნელობის დასადგენად.

წინასწარი ცოდნა


ლიტერატურისა და ისტორიის გაკვეთილებზე წინა წლებში შესწავლილი მასალა:


. რა არის ზეპირსიტყვიერება?

. რომელი ფოლკლორული ნიმუშები ახსოვთ?

. როგორ მოაღწიეს მათ ჩვენამდე ანუ როგორ ვრცელდებოდა ისინი( ზეპირად, წერილობით )?

. რა იციან ქართული დამწერლობის წარმოშობის შესახებ?

. ქართული ტრადიციით, ვის სახელს უკავშირდება ანბანის წარმოშობა ?..





შეფასების საგანი და პროცედურები


მსჯელობა, ზეპირი პრეზენტაცია კითხვებზე პასუხის გაცემა.


ჯგუფური, ინდივიდუალური.





სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები


. სახელმძღვანელო;

. პლაკატი ,,ქართული ანბანი”;

. ელენე მაჭავარიანის წიგნი ,,ქართული დამწერლობა”.


. 1 კომპიუტერი და პროექტორი ასახსნელი მასალის პრეზენტაციისათვის.

საპრეზენტაციო პროგრამა (impress, powerpoint)

. დაფა, სხვადასხვა ფერის მარკერები.





გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი

კლასის ორგანიზება 2 წუთი


მასწავლებლის მინილექცია ქართული ანბანის ვერსიებისა და მისი სახეობების შესახებ.(პრეზენტაციისათვის გამოვიყენებ წინასწარ მომზადწბულ მასალას: ასომთავრულით, ნუსხურითა და მხედრულით შესრულებული ნიმუშები) 10 წუთი

მოსწავლეების სამ ჯგუფს ეძლევა დავალება, გაეცნონ სახელმძღვანელოსა და ელენე მაჭავარიანის წიგნში წარმოდგენილ წარწერებსა და ხელნაწერთა ფრაგმენტებს( პირველი ჯგუფი მუშაობს ასომთავრულ ანბანზე, მეორე- ნუსხურზე, მესამე- მხედრულზე); დააკვირდნენ ასოთა მოხაზულობას, იმას, თუ რომელი გრაფიკული ელემენტებისაგან შედგება ანბანის ამა თუ იმ სახეობის ასონიშნები, რამდენ ხაზს შუა იწერება ასოები,რომელ მათგანში გვაქვს შუა, მაღალი და დაბალი რეგისტრის ასონიშნები. 15 წუთი.

კვლევის დასრულების შემდეგ თითოეული ჯგუფი წარმოადგენს მცირე პრეზენტაციას ანბანის ერთი სახეობის შესახებ. 2-2 წუთი.

მოსწავლეთა ჯგუფური და ინდივიდუალური შეფასების შემდეგ მასწავლებელი სთხოვს მათ, გაიხსენონ, რა სმენიათ ქართული სამონასტრო კერების თაობაზე. სავარაუდოდ, ისინი დაასახელებენ იერუსალიმის ჯვრის მონასტერსა და ივირონს. კითხვების დახმარებით მოსწავლეები გამოკვეთენ სამონასტრო კერების რელიგიურ- კულტურულ მნიშვნელობას და კლასს სთავაზობს საპრეზენტაციო მასალას ამ მონასტრების შესახებ. 7 წუთი

შინ წასაკითხად მოსწავლეებს ეძლევათ სახელმძღვანელოს I პარაგრაფის შეასაბამისი ქვეთავები.

საშინაო დავალება: ინტერნეტის საშუალებით მოიძიონ ინფორმაცია ქართული სამონასტრო ცენტრების შესახებ და წარმოადგინონ შემდეგ გაკვეთილზე.

გაკვეთილი დასრულდება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებული ვიდეოფილმით ,,როგორ იქმნებოდა ქართული ხელნაწერები." 5 წუთი.




Комментариев нет:

Отправить комментарий